canli bahis siteleri canli bahis siteleri
სოციალური მომსახურების სააგენტო - რეფერალური მომსახურება

  რეფერალური მომსახურება

რა არის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა? 

  რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, მოსახლეობისთვის რეფერალური სამედიცინო დახმარების გაწევა.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

  პროგრამის მოსარგებლენი არიან:

• სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
• „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;
• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ქულა არ აღემატება 70 000-ს და რომელთაც სადაზღვევო პერიოდი ჯერ არ დაწყებიათ, ან/და რომელთა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები არ იფარება დაზღვევით ან სხვა სახელმწიფო პროგრამებით;
• საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომელთათვის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება შესაძლებელია განხორციელდეს აუცილებელი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით.
სამედიცინო დახმარების კომპონენტის მოსარგებლე არ შეიძლება იყვნენ:
• სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილი, მშობელი), გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
• ის პირები, რომელთაც მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული აქვთ სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში შესაბამისი დაფინანსება.

ვის უნდა მიმართოთ  რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად?

 რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის მომსახურების მისაღებად:
- საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

• მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
• სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშფაქტურა, კალკულაციით.

- განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა სპეციალურად აღნიშნული საკითხების განსახილველად შექმნილ კომისიას.
- განცხადებების განხილვისას მხედველობაში მიიღება პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას.

- კომისიამ უნდა იმსჯელოს სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების ფაქტის არსებობის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ;
- კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიეწოდება სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, კომისიის გადაწყვეტილებას დადგენილი წესით უთანხმებს საქართველოს მთავრობას.
- კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება (არის თუ არა თანაგადახდა და როგორ)?

- სამედიცინო დახმარების კომპონენტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების თანხა შეადგენს არა უმეტეს 10 000 ლარს, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების საერთო ღირებულების თანადაფინანსების არა უმეტეს 80%-ს, გარდა:

• სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებული მოსახლეობისა, თუ ეს ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით;
• „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისა საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად;
• საქართველოს ფარგლებს გარეთ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსებისა.

- საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმიური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის მეთოდით.

- ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სადაზღვევო ვაუჩერის საშუალებით "საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების თანახმად (სადაზღვევო ვაუჩერის პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე ).

საქართველოს მთავრობის  დადგენილება "2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ"

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

deneme bonusu veren bahis canli bahis sitesi sohbet hatlari dikmen escort adiyaman tutunu murat altındere sohbet hatlari sohbet hatlari