ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ირაკლი ნადარეიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა

თარიღი: 2011-10-15

2011 წლის 14-16 ოქტომბერს, ურეკში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდობის სამიტი ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის სტუდენტებმა, საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა, პედაგოგებმა, ბავშვთა ინსტიტუციური დაწესებულებების და ახალგაზრდული ორგანიზაციების არჩეულმა წარმომადგენლებმა. სამიტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ჩართულობას სამოქალაქო ცხოვრებაში, მათი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენას, აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
  ახალგაზრდების შეკითხვებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ირაკლი ნადარეიშვილმა ონლაინ რეჟიმში უპასუხა და მათთვის საინტერესო საკითხებსა და პრობლემებზე ისაუბრა.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ