ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა

თარიღი: 2011-10-06

  დღეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელმა საქართველოში, რულანდ მონაშმა რუსთავში მოინახულეს ოჯახი, სადაც მინდობით აღზრდაში ორი მზრუნველობამოკლებული ბავშვი იმყოფება.
ვიზიტის მიზანია, შეფასდეს, რა გავლენა აქვს ბავშვზე ზრუნვის სისტემის მიმდინარე რეფორმას უშუალოდ ბავშვებსა და ოჯახებზე.
რეფორმის წყალობით, სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვთა რიცხვი ბოლო ხუთი წლის მანძილზე 5000-დან 915-მდე შემცირდა. წელს 224 ბავშვი, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ მოხერხდა, სააღმზრდელო დაწესებულებების ნაცვლად, მინდობით აღზრდის ოჯახებში განთავსდა.
  ამჟამად, მიმდინარეობს 25 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის კეთილმოწყობა, რათა მეტი ალტერნატივა არსებობდეს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისათვის.






<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ