ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა სოფლის ექიმებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

თარიღი: 2011-09-27

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი  საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ფილიპ დიმიტროვთან ერთად, ესტიის ამბულატორიას ეწვია. სოფლის ექიმებს, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხრადაჭერის პროექტის" ფარგლებში, ახალი ლეპტოპები და პრინტერები გადეცათ.

პროექტის მიზანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და საქართველოს რეგიონებში საბაზისო სამედიცინო მომსახურეობის დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, გარემონტდა სოფლის ამბულატორიები, ექიმებსა და ექთნებს ჩაუტარდათ გადამზადების კურსები, ასევე შემუშავებულ იქნა მკურნალობის ახალი სტანდარტები. მომავალ თვეებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლის ექიმებს 703 პორტატული კომპიუტერი დაურიგდებათ.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ