ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოში თანამშრომელთა ტესტირება დაიწყო

თარიღი: 2011-09-26

სოციალური მომსახურების სააგენტომ მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადებისათვის ტესტირება ჩაატარა. ამ ეტაპზე იგეგმება სააგენტოს ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების დაახლოებით 1 100 თანამშრომლის მომზადება. ღონისძიების მიზანია იმ მომსახურებების სრულყოფა, რასაც სააგენტო ახორციელებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაზრდას, ფორმებისა და მექანიზმების დახვეწას, სწრაფი სერვისების დანერგვას, სააგენტოში დასაქმებულთა პროფესიული მომზადების დონისა და ოპერატიულობის ამაღლებას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს მასშტაბით, 68 ფილიალი აქვს, სადაც 2000-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ