ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტომ ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

თარიღი: 2011-09-20

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, სასტუმრო ,,ამბასადორში" ჩატარდა შეხვედრა პროექტის -,,მცირე საოჯახო ტიპის სახლები - ნაბიჯი დეინსტიტუციონალიზაციისაკენ" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ,,პოლონეთის დახმარების პროგრამის" ფინანსური მხარდაჭერით.

შეკრებაზე განხილული იქნა სამომავლო გეგმები, პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. შემუშავდა სამომავლო მოქმედების სტრატეგია, მცირე საოჯახო ტიპის სახლების მართვასთან დაკავშირებით. ამჟამად, საქართველოში 17 ასეთი ტიპის სახლი ფუნქციონირებს, დაგეგმილია კიდევ 35 სახლის გახსნა.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლობა, ასოციაცია „ჩვენი სახლის" პრეზიდენტი ბატონი ტომაკ პოლკოვსკი და არასამთავრობო ორგანიზაციები: ევრიჩაილდი", კარიტას საქართველო", ბილიკი", საქართველოს ბავშვები" და სხვა.

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ