ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს ,,ლიბერთი ბანკს“ შორის პროექტის “ჩემი მეგობარი“ – ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 2011-09-16

  2011 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს"  შორის გაფორმდა მემორანდუმი პროექტის "ჩემი მეგობარი" - ფარგლებში, რომელსაც ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა და სს „ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.

პროექტს „ჩემი მეგობარი" ახორციელებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და მასში მონაწილეობას სთავაზობს სხვადასხვა კომპანიებს. პროექტის არსია: მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციას, ასევე, ამ პროცესში ჩართოს სხვადასხვა კომპანიები,   სოციალური, კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში.     

  პროექტიმიზანია, თითოეულ მცირე  საოჯახო ტიპის სახლს ჰყავდეს მეგობარი კომპანია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება ამ სახლებში მცხოვრებ ბავშვებს საზოგადოებათან ინტეგრაციაში.

  ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა 2009 წლიდან მიმდინარეობს. იგი გულისხმობს ტრადიციული ბავშვთა სახლების რაოდენობის შემცირება და სამომავლოდ მათ სრულ ჩანაცვლებას მცირე საოჯახო ტიპის სახლებით. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 17 მცირე საოჯახო ტიპის  სახლი ფუნქციონირებს. 2012 წლისათვის იგეგმება კიდევ 35 ასეთი სახლის გახსნა, რომელიც, რეფორმის ანახმად, მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. რეფორმის საბოლოო მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსება და მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა.

 

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ