ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

თარიღი: 2011-09-13

მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის და თურქული კომპანიის - "Geo Group" ერთობლივი ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, შშმ პირებს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, საჩუქრად სავარძელ ეტლები გადაეცათ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ეწევა საპროთეზო-ორთოპედიულ საქმიანობას. ამჯერად, შშმ პირებს გადაეცათ 10 ერთეული გადასაადგილებელი საშუალება (ეტლი), რომელიც ცენტრმა მიიღო თურქული კომპანიისაგან - "Geo Group". აღნიშნული კომპანია ფუნქციონირებს საქართველოში  და ახორციელებს სამედიცინო ტექნიკითა და მასალებით მომსახურებას. ეტლები გადაეცათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულთა შორის.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ