ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფონდის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ ერთობლივი ღონსიძიება ბაკურიანში

თარიღი: 2011-07-01

მიმდინარე წლის 29-30 ივნისი სოციალური მომსახურების სააგენტო, ფონდის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი" ფინანსური მხარდაჭერით, ბაკურიანში, სასტუმრო თბილისში", მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტების შესწავლის მიზნით, ატარა "სერვის პლიუსის" ტერნინგის კურსი. სწავლებას დაესწრნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის ტერიტორიული ერთეულებისა და ფონდის - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი" თანამშრომლები.

 

ღონისძიების მიზანი "სერვის პლიუსის" მომსახურების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეთა მომსახურების დონის გაუმჯობესება, ორგანიზაციის საქმიანობისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაა. ამ ეტაპზე მომზადება სააგენტოს 18-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგების ციკლი კვლავ გაგრძელდება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ანალოგიური სასწავლო კურსის ორგანიზება სააგენტოს თანამშრომლებისთვის.

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამშრომელთა გადამზადება მომსახურების სტანდარტების ასამაღლებლად 2010 წელს დაიწყო. გასული წლის განმავლობაში "სერვის პლიუსის" ტრენინგ-კურსი სააგენტოს დაახლოებით 300-მდე თანამშრომელმა გაიარა. აღნიშნული სასწავლო ღონისძიებები ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ცვლილებებისა, რაც   ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება სააგენტოში საქართველოს მოქალაქეთა მომსახურების დონის მაქსიმალურად ამაღლებისა და დახვეწისათვის. 2008 წლიდან დღემდე სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს რეგიონული და რაიონული ოფისების რეაბილიტაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოქალაქეებს მომსახურებას კონფორტულ გარემოში უწევენ. ამჟამად არსებული 68 ოფისიდან 37 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის გარემონტებული. წლის ბოლომდე, დამატებით, 9 განახლებული ოფისის გახსნაა დაგეგმილი.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ