ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტომ ,,ქუჩის ბავშვების" პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

თარიღი: 2011-06-28

2011 წლის 28 ივნისს, თბილისში სასტუმრო „ბომონ გარდენში" სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ქუჩის ბავშვები". შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის წარმომადგენელმა  აარონ გრინბერგმა, ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს, საჯარო რეესტრის სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას უხელმძღვანელა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა.

მონაწილეებმა განიხილეს ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებული მსოფლიო პრობლემატიკის საკითხები. შეხვედრის მიზანი, აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალების კონსოლიდაცია, ერთობლივი მოქმედების სტრატეგიის ჩამოყალიბება და პრობლემის გადაჭრის მეთოდების შემუშავება იყო.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ