ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი მინისტერიალის თასის გათამაშებაზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა

თარიღი: 2011-06-27

როგორც მოგეხსენებათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 25 ივნისიდან 14 ივლისამდე საქართველოს სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებს შორის სპორტის 8 სახეობაში "მინისტერიალის თასი 2011"-ის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირზე 20 სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყების გუნდები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის საქართველოშ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გუნდიც, რომელმაც ნარდის ტურნირში მესამე ადგილი აიღო. გუნდის შემადგენლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ილია ლაფაჩიშვილი თამაშობდა.

ფინალური შეხვედრები ნარდში 25-26 ივნისს კუს ტბაზე გაიმართა. ფინალში თავდაცვის სამინისტრომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სძლია და სატურნირო ცხრილში 15 ქულით დაწინაურდა. მე-3 ადგილი კი ჯანდაცვის სამინისტროს ერგო, რომელმაც ფინალურ ოთხეულში გასული აფხაზეთის მთავრობის გუნდი დაამარცხა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გუნდის წევრებს მესამე სადგილის დაკავებისთვის ტურნირის ორგანიზატორებმა თასი, მედლები და დიპლომები გადასცეს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ