ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტო და სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მონაცემთა გაცვლის ეფექტური მექანიზმების შესამუშავებლად ითანამშრომლებენ

თარიღი: 2011-06-24

2011 წლის  24 ივნისს სასტუმრო ბომონდ გარდენში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებს შორის გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ინფორმაციის გაცვლა პიროვნების სრულყოფილად იდენტიფიცირების და მოქალაქეობრივი მდგომარეობის ფაქტების დადასტურების მიზნით". შეხვედრის მიზანი მონაცემთა ბაზების On-line რეჟიმში სრულყოფილად ფორმირება იყო. სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევა ბენეფიციართა მომსახურების გაუმჯობესებასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ეფექტურ განხორციელებას ემსახურება.

მოლაპარაკებებზე მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის სქემაზე. გადაწყდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტდება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისაგან. აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს  ორ უწყებას შორის მონაცემების ხარვეზების გარეშე, სწრაფი გაცვლის პროცედურების დახვეწაზე.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ