ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ირაკლი ნადარეიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და სადაზღვევო პოლისები გადასცა

თარიღი: 2011-06-23

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულეს და 2011 წლის ივნისიდან ამოქმედებული ახალი წესების მიხედვით  მათ სახელწიფო სადაზღვევო პოლისები გადასცეს.

 

ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარებს  სადაზღვევო პოლისებს,  ნაცვლად სადაზღვევო კომპანიებისა, უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გადასცემენ. პროექტის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მფლობელმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა დაზღვევის პირველივე დღიდან  მიიღონ სამედიცინო დაზღვევის პოლისი  და ინფორმაცია სადაზღვევო  პერიოდის დაწყებასთან  დაკავშირებით. აღნიშნული სიახლე ბენეფიციარს საშუალებას მისცემს, სადაზღვევო პერიოდის დაწყების დღიდანვე ყოველგვარი შეფერხებისა და ბარიერების გარეშე მიიღოს მისთვის განკუთვნილი  სამედიცინო მომსახურება.      

 

"მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარები სადაზღვევო პოლისებს მიიღებენ პოლისის მოქმედების ვადის დაწყებამდე და მათ ექნებათ ინფორმაცია ყველა იმ  მომსახურებაზე, რომლის მიღების უფლებაც  სადაზღვევო პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი. სიახლეს  ერთგვარი პრევენციის ეფექტი ექნება, რადგან ადამიანს, საჭიროების შემთხვევაში, შეეძლება  დროულად მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ