ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ბავშვზე ზრუნვის სფეროში კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 2011-06-22

 სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, „ბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმისა" და „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურისა და პროფესიულ სტუდენტთა დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის N188 დადგენილების ფარგლებში, 2011 წლის 22 ივნისს სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას. სწავლების საფასური დაიფარება სრულად, აქედან: განათლების სამინისტროს მიერ - პრიორიტეტული პროფესიული სწავლების კურსის 80%, ხოლო 20% - UNICEF-ის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს პროექტის კოორდინაციას და ადმინისტრირებას.

 პროექტში ჩართული იქნებიან ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ მომსახურებებში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განთავსებული ბავშვები, ასევე ბავშვთა სახლებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები და/ან მათი მშობლები.

პირველ ეტაპზე სწავლებას გაივლის 100 პირი.

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის წარმომადგენელმა რულანდ მონაშმა.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ