ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი სერვისი

თარიღი: 2011-06-21

სოციალური მომსახურების სააგენტო მოსახლეობას ახალ სერვისს სთავაზობს. დღეიდან იმუშავებს ცხელი ხაზის დამატებითი სატელეფონო ნომერი 251 00 30. ამ ნომერზე ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ცხელი ხაზის დამატებით ნომერზე მუდმივად იმუშავებს ოთხი ოპერატორი. მათი ძირითადი ფუნქცია იქნება: მოქალაქეთა ინფორმირება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით; დახმარების გაწევა იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სამედიცინო დაწესებულებამ არაკეთილსინდისიერად გადაახდევინა თანხა;  პაციენტების შესახებ ინფორმაციის სწრაფი გაცვლა კლინიკასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის.

ცხელი ხაზის დამატებითი ნომრის მუშაობა გაზრდის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

ახალი სატელეფონო ხაზის პრეზენტაციას სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო. მან ჟურნალისტებთან საინფორმაციო სერვისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პირადად უპასუხა მოქალაქეთა ზარებს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ