ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მარნეულში ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა

თარიღი: 2011-06-13

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა  2011 წლის 13 ივნისს, ქ. მარნეულში, ბავშვთა დღის ცენტრი „მერცხალი" გახსნა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს მოემსახურება. ამ დაწესებულებაში, ისევე როგორც სხვა მსგავსი ტიპის ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციებში, ყოველდღიურად 25-30 ბავშვზე იზრუნებენ.

დღის ცენტრში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასთან ერთად, სხვადასხვა სახის განათლებას და მათთვის საჭირო სერვისებს მიიღებენ. ბავშვებთან იმუშავებენ მრავალპროფილური პედაგოგები და ფსიქოლოგები. ცენტრში ბავშვებს დღის განმავლობაში სადილითაც გაუმასპინძლდებიან. აღნიშნული ცენტრი იფუნქციონირებს ევროკავშირის დაფინანსებით და ორგანიზაციის - "ბავშვი და გარემო"  ზედამხედველობით.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ