ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სადაზღვევო პოლისებს დარიგების წესი იცვლება

თარიღი: 2011-06-09

  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 ივნისის „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე №233 დადგენილების შესაბამისად, 2011 წლის 7 ივნისიდან, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის უფასო პოლისების დარიგებას სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური აგენტები განახორციელებენ.

  მთავრობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის კუთვნილი სადაზღვევო პოლისის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებისას ზედმეტი ბარიერების მოხსნას. დღეიდან, პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარი სადაზღვევო პერიოდის დაწყების პირველივე დღეს უზრუნველყოფილი იქნება კუთვნილი პოლისით. ამასთანავე, მოქალაქეები უფრო ადვილად შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, როდის იწყება მათი სადაზღვევო პერიოდი.

  აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე და მისი მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც ამავრდოულად სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორია, მცხეთის რაიონში მცხოვრებ მაზანაშვილების და მოძღვრიშვილების ოჯახებს ესტუმრნენ. ორივე ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მოპოვებული აქვ უფლება, ისარგებლონ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. ანდრია ურუშაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა მათ დღეს კუთვნილი სადაზღვევო პოლისები გადასცა.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ