ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მემორანდუმი სოციალურ სფეროში თანამშრომლობაზე

თარიღი: 2011-06-08

ქ. თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 8 ივნისს სციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს სამარიტელთა კავშირსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებაზე. შეთანხმება საფუძველს დაუდებს ორგანიზაციებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად.

ზემოაღნინული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სამარიტელთა ასოციაცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით,  განახორციელებს პროექტს - "მბილური ზრუნვა", რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მოხუცების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შინ მოვლას. მომვლელთა ჯგუფი დაკომპლექტდება იძულებით გადაადგილებული პირებისაგან, რომლებმაც უკვე გაიარეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური მომზადების კურსი. თითო ჯგუფი 35 ბენეფიციარს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამარიტელთა კავშირი ხანგრძლივი დრომანძილზე მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის სამარიტელთა კავშირთან და ფართოდ იყენებს გერმანიის გამოცდილებას სოციალური დახმარების ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ