ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

პროექტი ,,ჩემი მეგობარი”

თარიღი: 2011-06-07

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, ჟურნალისტებს ახალი სოციალური პროექტი ,,ჩემი მეგობარი" გააცნო. პროექი გათვალისწინებულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, თითოეულ მცირე საოჯახო ტიპის სახლს, რომელშიც საშუალოდ 6-8 მშობლის მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს, ეყოლება მეგობარი კომპანია. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ეს კომპანიები იზრუნებენ ბავშვთა სოციალიზაციაზე, ჩაატარებენ სხვადასხვა სახის წამახალისებელ ღონისძიებებს დამეგობრებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებისთვის, უზრუნველყოფენ ამ ღონისძიებებში ცნობილი საზოგადო მოღვაწეების პროექტში ჩართვას და ბავშვებთან დამეგობრებას.

მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში მშობლის მზრუნველობამოკლებულ ბავშვების დახმარებას და უაღრესად მნიშვნელოვანია  ბავშვზე ზრუნვის სისტემის წარმატებული რეფორმირებისათვის.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ