ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ბავშვზე ზრუნვის სფეროში

თარიღი: 2011-06-06

მიმდინარე წლის 6 ივნისს სოციალური მომსახურების სააგენტოს, გაეროს ბავშთა ფონდს, საქველმოქმედო ორგანიზაცია - „ევრიჩაილდის" საქართველოს ფილიალს, რეგისტრირებულ კავშირ „საქართველოს ბავშვებს, ასოციაცია „ჩვენ სახლს" და ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვებს" შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდება. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ბავშვთა ზრუნვის რეფორმის მხარდასაჭერად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, ფედერაცია „გადავარჩინოთ ბავშვები", რეგისტრირებულ კავშირ „საქართველოს ბავშვებსა" და გაეროს ბავშვთა ფონდთან  ერთად, რეინტეგრაციისა და პრევენციის მექანიზმებს შეიმუშავებს.

ბავშვთა მიმღები ოჯახების მომსახურების განვითარების კუთხით, ითანამშრომლებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქველმოქმედო ორგანიზაცია  - „ევრიჩაილდის" საქართველოს ფილიალი, რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები" და გაეროს ბავშვთა ფონდი.

ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მხარდასაჭერად, სოციალური სამუშაოს შესაძლებლობის განვითარების საკითხებს შეიმუშავებენ ორგანიზაცია „ევრიჩაილდის" საქართველოს ფილიალი, ფედერაცია „გადავარჩინოთ საქართველოს ბავშვები და გაეროს ბავშვთა ფონდი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურების უზრუნველსაყოფად.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ