ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

თარიღი: 2011-06-01

სოციალური მომსახურების სააგენტომ, მომდინარე წლის პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოაწყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა. აქცია ქ. თბილისში, „ექსპო-ჯორჯიას" მე-6  პავილიონში გაიმართა. მასზე ხუთი ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების 200-მდე ნაშრომი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას დაესწრ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ანდრია ურუშაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა. სტუმართა შორის ასევე იყვნენ სახელმწიფო სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების, წარმომადგენლები.

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.

სოციალური მომსახურების სააგენტო ულოცავს ყველა ბავშვს "ბავშვთა საერთაშორისო დღეს"!

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ