ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ირაკლი ნადარეიშვილმა თელავის მცირე საოჯახო ტიპის სახლი მოინახულა

თარიღი: 2011-06-01

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი, ესტუმრა ქ. თელავში მდებარე ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლს. სააგენტოს დირექტორს ახლდნენ კახეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსი, თელავის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა თანამშრომლები. ვიზიტის მიზანი იყო მცირე საოჯახო ტიპის სახლის მუშაობის მონიტორინგი და იქ არსებული პირობების ადგილზე გაცნობა. ბატონმა ირაკლი ნადარეიშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებულების აღსაზრდელებს საჩუქრები: სპორტული ინვენტარი და საკერავი მანქანა გადასცა.

ქ. თელავის ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი 2010 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. იქ ამჟამად 8 აღსაზრდელი ცხოვრობს და იღებს ოჯახურ გარემოსთან მიახლოვებულ მზრუნველობას. მსგავსი ტიპის დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს აღნიშნული მიმართულები მუშაობის გაფართოებას.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ