ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მინისტრმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ღვაწლმოსილი მუშაკები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

თარიღი: 2011-05-25

მიმდინარე  წლის 25 მაისს, ჯანდაცვის სამინისტროში სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ანდრია ურუშაძემ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ღვაწლმოსილ მუშაკებს ღირსების ორდენები გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, სისტემის რეფორმირებისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

დაჯილდოვებულთა შორის არიან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები:

•-          სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსი - ვაჟა ჯაფოშვილი;

•-          ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - ნატალია ხომასურიძე;

•-          ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი - ნოდარ ფუტკარაძე;

•-          რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილე - ლილი ჭვალაძე;

•-          იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - ასმათ ძებისაშვილი;

•-          გურიის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი - გულიკო გირკველიძე;

•-          ახალგორის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ამირან ბალაშვილი;

•-          გორის სოციალური მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი - ცაბო თოთლაძე;

•-          ხაშურის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - რევაზ მესხი;

•-          ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი - ტარიელ ლოგუა;

•-          ცაგერის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი - იოსებ ჩარკვიანი;

•-          გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური აგენტი - შოთა თევზაძე.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ