ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სააგენტოს დირექტორი აჭარას ესტუმრა

თარიღი: 2011-05-17

მიმდინარე წლის 17 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი აჭარას ესტუმრა. იგი შეხვდა ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის და ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების თანამშრომლებს და  ადგილზე გაეცნო მათ მუშაობას. სხდომაზე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები ესწრებოდნენ, ფართოდ განიხილეს სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები და პროცესები.

ამავე დღეს, სააგენტოს დირექტორი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდა და გაესაუბრა. აპრილის მონაცემებით, აჭარაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 40 167 ოჯახია (169 684 ადამიანი) რეგისტრირებული. ყოველთვიურ საარსებო შემწეობას იღებს 9 229 ოჯახი (39 632 ადამიანი). აღნიშნულ კონტინგენტზე გასულ თვეში  1 083 112 ლარი გაიცა. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით 22 839 ოჯახი (107 963 ადამიანი) სარგებლობს. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარაში 63 662 პენსიონერს ემსახურება. მათი საპენსიო უზრუნველყოფისთვის აპრილის თვეში 4 888 206 ლარი გამოიყო.

სააგენტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ