ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ქ. ქუთაისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ოჯახს ესტუმრა

თარიღი: 2011-05-16

  16 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ირაკლი ნადარეიშვილი, ქ. ქუთაისში მცხოვრებ ივანეიშვილების ოჯახს ეწვია. სტუმრებმა ოჯახის ერთ-ერთ წევრს, 74 წლის პენსიონერს, იაღ ივანეიშვილს, შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლი გადასცეს. ასევე, სააგენტოს დირექტორმა ოჯახს საკუთარი ელექტროენერგიის ვაუჩერი აჩუქა.

  ივანეიშვილების ოჯახში ამაჟამად სამნი ცხოვრობენ. ყველა მათგანი პენსიონერია. ოჯახის ორ წევრს - იაღ და დუშა ივანეიშვილებს აქვთ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა. მამაკაცს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან არიან რეგისტრირებული, იღებენ ყოველთვიურ ფულად შემწეობას და სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ