ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი: 2011-05-02

დღეიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტმა, ანდრია ურუშაძემ სააგენტოს ახალი დირექტორი საზოგადოებას პირადად წარუდგინა. 

ირაკლი ნადარეიშვილი დღემდე სს ,,იბერია უძრავი ქონების" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი ასევე გახლდათ კომპანია ,,ERNST AND YOUNG LLC"-ის კიევის ოფისის მთავარი კონსულტანტი, ,,INSURANCE BROKERS AND CONSULTANTS LTD"-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი, ხოლო 2004-2005 წლებში - სადაზღვევო კომპანია "ალდაგის", აღმასრულებელი დირექტორი. ირაკლი ნადარეიშვილი ფლობს ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, არის საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ