ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თარიღი: 2021-05-25

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საჭირო ინფორმაციის  მიღება და დამუშავება ელექტრონულად  გახდება  შესაძლებელი. ასევე,  იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურეობას უზრუნველყოფს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა  ლევან გოგოძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა , ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  ირაკლი ელიაშვილმა და  ციფრული მმართველობის სააგენტოს   თავმჯდომარემ გიორგი მეჟლუმიანმა.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ