ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

გაეროს ბავშვთა ფონდმა (Unicef) სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

თარიღი: 2021-05-19

• ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდმა (Unicef) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკა - 11 პერსონალური კომპიუტერი და 11 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.

• აღნიშნული ტექნიკა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში, პანდემიით გამოწვეული მოქალაქეთა მომატებული მიმართვიანობის ეფექტური მართვისთვის იქნება გამოყენებული.

• კომპიუტერული ტექნიკა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონისა და თბილისის საქალაქო ცენტრებში გადანაწილდება, კონკრეტულად კი აღნიშნული ცენტრების საზოგადოებრივ მისაღებში განთავსდება.

• ღონისძიებას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გოგოძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელის მოადგილე საქართველოში, ემი ქლენსი ესწრებოდნენ.

• ლევან გოგოძემ გაეროს ბავშვთა ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ