ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება

თარიღი: 2020-09-01

სახელმწიფო გასაცემლების გაცემის თარიღის ცვლილების მთავარი მიზანი, პანდემიის პერიოდში, ვირუსით დაინფიცირების საფრთხეების მაქსიმალურად თავიდან აცილება გახლავთ.

ყოველი თვის 1 - დან 14 რიცხვამდე, მოალაქეთა ნაკადის გადანაწილებამ შესაძლებელი გახადა საბანკო მომსახურების კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიღება.

2020 წლის სექტემბრამდე, სახელმწიფო გასაცემლები გაიცემოდა ყოველთვიურად, მხოლოდ, თვის 14 რიცხვში. სექტემბრის თვიდან, მიმღები პირების ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ეტაპობრივად და ბენეფიციარებს კუთვნილი სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის მიღება ერთ კონკრეტულ რიცხვში შეეძლებათ. სახელმწიფო გასაცემლის მიღება, მომავალშიც, ამ თარიღის მიხედვით მოხდება.

დეტალური ინფორმაცია, სახელმწიფო გასაცემლ(ებ)ის მიღების შესახებ, განთავსებულია ლიბერთი ბანკის ვებ-გვერდზე: https://libertybank.ge/ka/. ზემოაღნიშნული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია, როგორც ლიბერთი ბანკის ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით, ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებსა და სოფლებში, სადაც არ არის ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან, მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი. ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის ნომერია 032 255 55 00



 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ