ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ

თარიღი: 2020-05-08

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მაისის №769 განკარგულებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. მთავრობამ განკარგულება 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის შეადგენს 600 ლარს ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის 300 ლარს.

ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ