ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე

თარიღი: 2020-03-12

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტო კომპლექსურ სადეზინფექციო სამუშაოებს 14 მარტს , 11 საათზე, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრიდან დაიწყებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, დასუფთავებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესაბამისად, სადიზინფექციო სამუშაოები სოციალური მომსახურების სააგენტოს დედაქალაქის ყველა სერვის ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონულ ოფისსა და რაიონულ სერვის ცენტრში, უახლოეს დღეებში, გეგმის მიხედვით განხორციელდება. ასევე, ყველა სერვის ცენტრში განთავსდება ხელის სადეზინფექციო სითხეები როგორც თანამშრომლებისთვის, ისე ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ