ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან.

თარიღი: 2019-08-22

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის თაობაზე, თბილისისა და შიდა ქართლის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის მიზნის, პროცედურებისა და მის განხორციელებაში სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული როლის შესახებ ისაუბრეს.

ექიმებმა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად 1 ლარად იღებენ. 2019 წლის სექტემბრიდან კი, პროგრამა ვეტერანებზეც გავრცელდება.

პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და შემცირდეს წამლების შესაძენად დანახარჯები იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ