ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ტრეფიკინგის თემაზე, ბავშვებისთვის, ტრენინგი ჩატარდა

თარიღი: 2019-08-01

საქველმოქმედო  ფონდ  საქართველოს  კარიტასის თბილისის სადღერამისო  თავშესაფარში  ჩატარდა ტრენინგი ტრეფიკინგის თემაზე, რომელსაც  უძღვებოდნენ  სოციალური მომსახურების სააგენტოს  ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების სამმართველოს  უფროსი სოციალური მუშაკები ირინა წერეთელი და ნინო რეხვიაშვილი, ასევე, შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტოტინგის დეპარტამენტის თანამშრომელი თეა გალახვარიძე.

ტრენინგის მიზანი  იყო  ტრეფიკინგის საკითხებისა და მისგან თავის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოზარდებისათვის. ტრენინგს ესწრებოდნენ  დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის ბენეფიციარები, რადგან  აღნიშნული კატეგორიის ბავშვებში მაღალია იძულებით შრომაში  ჩაბმისა და/ან ექსპლუატაციის რისკი.

ზემოთ ხსენებული კურსი  კი დაეხმარება მათ ტრეფიკინგისა და მასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულის რისკების უკეთ გააზრებასა და მათგან თავის არიდების საკითხში. ტრენინგი მოიცავდა  ჯგუფურ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც საშუალებს  მისცემს  მოზარდებს ,უკეთ გაიაზრონ აღნიშნული პრობლემა, გაივარჯიშონ თანამშრომლობითი, კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარები.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ