ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ბესარიონ სიმონიშვილმა მიმდინარე მშენებლობები მოინახულა

თარიღი: 2019-07-31

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამიმისტროს  სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა გორსა და ხაშურში დევნილი ოჯახებითვის  განკუთვნილი კორპუსების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

გორში, 2019 წლის ბოლოს დასრულდება კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინა 38 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.  

ხაშურში კი ახალაშენებულ კორპუსში  ბინას, წლის ბოლომდე, 25 დევნილი ოჯახი მიიღებს. ამ ეტაპზე, აქ,  შიდა სარემონტო  სამუშაოები  მიმდინარეობს.  

დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ