ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირებთან შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 2019-06-19

სოციალური მომსახურების სააგენტოს  ორგანიზებით  გამართული დასაქმების ფორუმის შედეგად,   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 პირმა მუშაობა  „თბილსერვის ჯგუფში" დაიწყო.

დასაქმებულებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე და „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე შეხვდნენ.

შრომის ბაზრის  მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირები პოტენციურ დამსაქმებლებს, 2019 წლის გაზაფხულზე, ,,თბილისი მოლში",  სპეციალურად მათთვის  გამართულ დასაქმების ფორუმზე შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათ  რეკომენდაცია  არასამთავრობო ორგანიზაცია „ანიკამ" და „ყრუთა კავშირმაც" გაუწიეს.

დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო  პროგრამების საშუალებით, 2014 წლიდან დღემდე, უკვე 300-ზე მეტი  შშმ პირი დასაქმდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ