ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სოციალურ მუშაკებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 2019-05-20

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედ სოციალურ მუშაკებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ბავშვთა უფლებებსა  და სოციალური მუშაკის სამუშაო პროცესში სახალხო დამცველის აპარატის როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, სოციალურ მუშაკებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით ომბუდსმენის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს.  

მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს, რაც სოციალური მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც აისახება.  

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ