ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სმენის არმქონე პირების სმარტფონებით უზრუნველყოფა

თარიღი: 2019-02-18

სოციალური მომსახურების სააგენტო  იწყებს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის  N684 დადგენილებით დამტკიცებული   ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის" ,,ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტის" განხორციელებას.

ქვეპროგრამის  ფარგლებში განხორციელდება ,,ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა" სმარტფონებით უზრუნველყოფა.

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად  განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმარტფონის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.

საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ  უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას  წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

სმარტფონები აღჭურვილი უნდა იყოს ყრუ და სმენის არმქონე პირთა საჭიროებებებისთვის  შესაბამისი პროგრამებით.

კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სააგენტოში  წარდგენა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

პროგრამაში მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ  სოციალური მომსახურების სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი. წერეთლის გამზირი N144) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის" ზოგიერთი ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელთა რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე"  სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის 2019 წლის 29 იანვრის N04-214/ო ბრძანების შესაბამისად.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ