ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სამტრედიისა და ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თარიღი: 2019-01-21

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიისა და ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩაზე  193 კვ.მ, ხოლო ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე 182 კვ.მ ფართობი გარემონტდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 156 031 ლარი შეადგინა.  გარდა ამისა, რაიონული განყოფილებებისთვის ახალი ავეჯი და კონდიციონერები შეიძინეს, რათა სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ გარემოში მოემსახურონ.  

ამ ეტაპზე, სარემონტო სამუშაოები  გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრშიც მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში, კი სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და ლენტეხის რაიონული განყოფილებების რეაბილიტაცია იგეგმება.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ