ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ალბანელი კოლეგების სტუმრობა სააგენტოში

თარიღი: 2018-11-13

დღეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ალბანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სახელმწიფო სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმოიხილეს სოციალური სფეროს კანონმდებლობა, პროგრამების საჭიროება, სარგებელი და გავლენა მოსახლეობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, მეთოდოლოგიას, განაცხადის დაწერის პროცესს და განხორციელების პროცედურებს.
სტუმრები დაინტერესდნენ სოციალური პროგრამის ინსპექტირების მეთოდოლოგიით და სანქციების პროცედურებითაც.

დაგეგმილია, სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების და საქმიანობის გასაცნობად მცხეთაში ვიზიტიც და ადგილობრივი ფილიალის თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

ალბანელი კოლეგები საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან. სამი დღის განმავლობაში ისინი დეტალურად გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე სოციალური დახმარების სისტემას

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ