ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან

თარიღი: 2018-10-18

ამერიკულმა დელეგაციამ სახელწოდებით “ქალთა შორის მეგობრობა“ სოციალური მომსახურების სააგენტოში შეხვედრა გამართა. შეხვედრა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის უკეთ გაცნობას და ქვეყანაში არსებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მიმოხილვას მოიცავდა.

მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა უცხოელ სტუმრებს სოციალური მომსახურების სააგენტოში ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით მიმდინარე პროცესები, სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც მუდმივად იხვეწება და სამუშაო პროცესის ორგანული ნაწილია. ბავშვზე ზრუნვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ეთერ ცხაკაიამ დეტალურად გამოკვეთა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების მნიშვნელობა და დამსწრეებს ქვეყნის მასშტაბით გატარებულ ღონისძიებებზე მოუთხრო.

შეხვედრის ბოლოს, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს სოციალური მომსახურების სააგენტოს როგორც ქვეყნის მასშტაბით ბავშვზე ზრუნვის პროგრამების აღმასრულებელ ორგანოს და მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსს, რომელიც მასთან დასაქმებულ პროფესიონალ გუნდთან ერთად ბავშვზე ზრუნვის სფეროს სათანადოდ წარმათავს და უწევს კოორდინირებას.

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ