ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

რუსთავის დასაქმების ფორუმი

თარიღი: 2018-09-19

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში  დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე 23 მსხვილი და საშუალო კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც მოქმედი და რეალური თავისუფალი სამუშაო ადგილები წარმოადგინეს. დამსაქმებლებს ვაკანსიების ჩამონათვალი თვალსაჩინო ადგილას ჰქონდათ წარმოდგენილი, ასევე, მოქალაქეებს ადგილზე შეეძლოთ ბეჭდური და საპრეზენტაციო მასალების გაცნობა, კომპანიების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება, მათი შეთავაზებების და პირობების დეტალურად განხილვა. 1000-ზე მეტი  აქტიური ვაკანსია მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო, ტურიზმის სფეროებს მოიცავდა.

ფორუმის განხორციელების ყველა ეტაპზე სააგენტო აქტიურად იყო ჩართული. მოქალაქეების ინფორმირებისათვის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში worknet.gov.ge- ზე რეგისტრირებულ ქვემო ქართლში და მის შემოგარენში მცხოვრებ 30 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა სმს შეტყობინება. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელი და პოტენციური დამსაქმებელი ერთ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს. 

შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების შესახებ, სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა ისაუბრა. დარბაზში შეკრებილ მოქალაქეებს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიმართა და მოუთხრო იმ შესაძლებლობების შესახებ მოუთხრო, რასაც დასაქმების ფორუმი მოიცავს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობის პროცესში რუსთავის მერიისა და სააგანეტოს დასაქმების დეპარტამენტს შორის შემდგომი თანამშრომლობის გეგმებიც გამოიკვეთა.

დასაქმების ფორუმები საუკეთესო საშუალებაა, როგორც სამუშაოს მაძიებლებისათვის, რომლებსაც ფორუმი ბაზარზე არსებულ აქტიურ ვაკანსიებზე წვდომას უმარტივებს,  ასევე  დამსაქმებლებისათვის, ახალი კადრების მოზიდვის პროცესში. თარიღიც ღირსშესანიშნავია, ფორუმი „რუსთავქალაქობის" დღესასწაულზე დაიგეგმა. წელს, რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილე აღინიშნება.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ