ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა დასაქმების თემებზე

თარიღი: 2018-09-17

14-15 სექტემბერს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში", სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული მედიატური გაიმართა. ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება იყო. გასვლით ღონისძიებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა.

მედიატური სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გახსნა. ლევან გოგოძემ მედიასა და პარტნიორ ორგანიზაციებს შემდგომი თანამშრომლობა შესთავაზა. მისი მოსაზრებით, საზოგადოების სრულფასოვნად ინფორმირებისათვის მედიის, პარტნიორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ერთობლივი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრაა. დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს პროგრამების ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, დაისვა კითხვები და გაიმართა დისკუსია.

სააგენტოს თანამშრომლებმა დამსწრეებს პრეზენტაციები აჩვენეს დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ. გამომსვლელებმა პრაქტიკული მაგალითებიც მოიყვანეს და სამუშაო პროცესის დროს გამოკვეთილ გამოწვევებზეც ისაუბრეს, სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებისა და მიმდინარე პროგრამების შესახებ. მსჯელობა გაიმართა მომსახურების სტანდარტებზე და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც.

სააგენტო არის ერთგვარი პლატფორმა და შუამავალი რგოლი კერძო სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის. დასაქმებულთა რაოდენობის ასამაღლებლად სოციალური მომსახურების სააგენტო მედიატორის ფუნქციას კისრულობს დამსაქმებლებსა და  მაძიებლებს შორის. ამ კუთხით, სხვადასხვა მიმართულებას ავითარებს როგორიცაა: დასაქმების, მომზადება-გადამზადების და სტაჟირების პროგრამები.

სააგენტოს მიზანია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კადრებით აითვისოს ბაზარზე არსებული ვაკანსიები, დასაქმების დეპარტამენტის აქტიური მუშაობით შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს მაძიებლები მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან. მომზადება-გადამზადების კუთხით, სულ მალე ახალი ტალღის მიღებაა დაგეგმილი.

გასვლით ტურზე, საზოგადოების ინფორმირებისათვის, მოწვეულმა ჟურნალისტებმა ადგილზე დაგეგმეს სიუჟეტების და ბეჭდური სტატიების მომზადება. უკუკავშირმა გვაჩვენა, რომ სააგენტოს ინიცირებული შეხვედრა დასაქმების თემებით დაინტერესებულ მხარეებთან საჭირო და დროული იყო.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ