ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი

თარიღი: 2018-08-09

ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგეცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის მიზანს, ქვეყნებს შორის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში  თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება  წარმოადგენს. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი მიხეილ დუნდუა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეს, მენეჯმენტისა და ინვესტიციების მიმართულებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსს,  ექსპორტის განვითარებისა და ტექნოლოგიების გაცვლის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს,  მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველს და სეიედ მოჰსენ შაჰველაიათის - საელჩოს ექსპერტს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ფარმაცევტული სექტორის და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასა და საქართველოში ამ  მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს.

 

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ