ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ვაკის დასაქმების ფორუმი

თარიღი: 2018-07-10

თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, გიორგი ბირბიჩაძისა და გიორგი მუსხელიშვილის ინიციატივითა და და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით ვაკის დასაქმების ფორუმი დღეს ვაკის მედიათეკაში გაიმართა.

დასაქმების ფორუმზე 17-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებულ 25 ათასს სამუშაოს მაძიებელს გაუგზავნეს საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ფორუმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დღესაც, როგორც განვლილ ფორუმებზე  საზოგადოების მხრიდან დიდი აქტივობა დაფიქსირდა.

კერძო სექტორმა თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგინეს.

დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულმა სამუშაოს მაძიებლებმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო  დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

საკრებულოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმების ჩატარება თბილისის მასშტაბით უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებს. ანალოგიური ფორუმები უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავს. ერთობლივი ფორუმების ციკლის განახლება დედაქალაქის მასშტაბით სექტემბრიდან განახლდება.

ფორუმის ფორმატი რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და მყისიერ დაკავშირებას ითვალისწინებს. საბოლოო მიზანი, უმუშევართა რიცხვის შემცირებისათვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის შექმნაა.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ