ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სააგენტოს ევროკავშირის Twinning-ის პროექტის რევიზიის მისია ესტუმრა

თარიღი: 2018-05-29

მიმდინარე წლის 28 მაისს სოციალური მომსახურების სააგენტომ ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" ფარგლებში რევიზიის მისიას უმასპინძლა.

პირველი შეხვედრა მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან მიხეილ დუნდუასთან გამართეს. რევიზიის მისიის მიზანი, სოციალური მომსახურების სააგენტოში პროექტის შედეგების მდგრადობის შესწავლა და შეფასებაა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" 2015-2017 წლებში 18 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ღონისძიებების  ფარგლებში, სააგენტომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი) და სახელმწიფო უწყებებებთან ერთად დასაქმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაზე, ინსტიტუციურ რეფორმაზე, ინფორმაციული სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ასევე დასაქმების საკითხებზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე იმუშავა.

რევიზიის მისია პროექტის შედეგების მდგრადობის შეფასებას 2018 წლის 1 ივნისს დაასრულებს. მისიის ანგარიში, კი მომდევნო ორი კვირის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

 

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ