ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

შეხვედრა დამსაქმებლებთან

თარიღი: 2018-04-26

 

დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობისა და დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხელმისაწვდომობის წარმოჩენის მიზნით, 26 აპრილის სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრში შეხვედრა შედგა.

სააგენტოს წარმომადგენლება კლინიკების ხელმძღვანელ პირებს, ასევე პოლიკლინიკების და იმერეთში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების წამომადგენლებს გააცნეს დასაქმების ხელშეწყობის სერვისები.სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრის დასაქმების კომპონენტზე მომუშავე სპეციალისტმა დეტალურად აღწერა worknet.gov.ge პორტალზე ვაკანსიის განთავსების, სტაჟირების, სუბსიდირებისა და სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამები.

დასასრულს, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ