ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის „ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზარზე“ შემაჯამებელი შეხვედრა

თარიღი: 2018-05-15

დღეს სასტუმრო Holiday-inn-ში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის „ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზარზე" შემაჯამებელი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინეს. მომხსენებლებმა სრულად ასახეს ბაზრის კვლევის მნიშვნელობა, მოლოდინები და შედეგები. შემდეგ კი, შრომის ბაზრის ვაკანსიების მონიტორინგის და თვისებრივი კვლევის საკითხებზე ევროკავშირის წარმომადგენელების რეკომენცადიები მოისმინეს.

ვაკანსიების მონიტორინგი ამ მიმართულებით რეგიონში პირველია და მის მიზანს მხოლოდ ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის კვლევა არ წარმოადგენდა. კვლევამ გამოკვეთა საქართველოს მასშტაბით მოთხოვნადი პროფესიები, ამისათვის თბილისსა და 10 რეგიონში ჩატარდა მსხვილი დამსაქმებლების გამოკითხვა, ასევე ექსპერტების ინტერვიუები.

კვლევამ გამოავლინა შრომის ბაზრის ტენდენციები, წამყვანი ეკონომიკური სექტორი და მისი სამომავლოდ დაგეგმილი შრომითი რესურები, მოთხოვნადი პროფესიები, დამსაქმებლის მიერ სასურველი კადრის შერჩევის პროცესში გამოკვეთილი სტრატეგიები და მიდგომები. კვლევის საგანს წარმოადგენდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების შესახებ ცნობიერების შესწავლა და სააგენტოსთან სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრაც.

კვლევა ჩატარდა 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდა ექსპერტული ინტერვიუები, რაც ჯამში 56 რესპონდენტი მოიცვა. ინტერვიუებზე დაყრდნობით განისაზღვრა რეგიონის ეკონომიკური სექტორები და მოხდა დამსაქმებლების იდენტიფიცირება. შეირჩა მსხვილი ორგანიზაციები, აღსანიშნავია რომ ინტერვიუერები ხშირ შემთხვევაში ანჯეტაში რეგიონის მთავარ დამსაქმებლებსაც უთითებდნენ.

მეორე ეტაპზე გამოიკითხა 2012 ბიზნეს სუბიექტი რაიონების მიხედვით. მონაცემების დამუშავების შედეგად გამოვლინდა გასული 6 თვის მანძილზე არსებული და მომავალი 6 თვის განმავლობაში შესაძლო ვაკანსიები. კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში ვაკანსიების დიდი ნაწილის აკუმულირება ხდება, რეგიონებში კი დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის კადრზეა მოთხოვნა. დამსაქმებლების ვაკანსიების 58%-ში ბაზისური განათლება მოეთხოვება, 25% ითხოვს პროფილურ განათლებას, 9% უმაღლეს განათლებას, ხოლო 8%-სთვის კი მნიშვნელობა არ აქვს მაძიებლის განათლების დონეს.

ანგარიშის მესამე ეტაპზე განხორციელდა შემდეგი დოკუმენტების ანალიზი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონალური სტატისტიკა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითრების სტრატეგიები, ასევე საქართველოს ბიზნეს სუბიექტთა ბაზა.

კვლევის მეთოდოლაგია შემუშავდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ექსპერტების მიერ. მათ გადაამზადეს სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს საველე სამუშაოები.

ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის „ვაკანსიების მონიტორინგი რეგიონულ შრომის ბაზარზე“ სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti