ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

სემინარი დასაქმების საკითხებზე

თარიღი: 2018-04-30

სოციალური მომსახურების სააგენტომ, მიმდინარე წლის 27 და 28 აპრილს, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პარტნიორებისთვის დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ვარძიაში ორდღიანი საინფორმაციო სემინარი გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და მომსახურებების თაობაზე საზოგადოების ინფორმირებას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები დასაქმების სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. გაიმართა დისკუსიები ყველა იმ აქტივობების და სერვისების შესახებ, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

სემინარზე, მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამამ დაიმსახურა. დამსწრე ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო ინფორმაცია უწყვეტი პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სერვისებზე, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერით დასაქმებაზე. დამსაქმებლები გაეცნენ მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის საქმიანობის სპეციფიკას და როლს.

სემინარის დასრულებისას, მონაწილეებმა გამოხატეს თანამშრომლობის სურვილი და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად შემდგომი ნაბიჯებიც დაიგეგმა.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ