ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ჩუღურეთის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თარიღი: 2018-03-30

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებთათვის დასაქმების ფორუმი გამართა. ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე  რეგისტრირებულმა 200-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

დამსწრეებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალიამ მიმართა. როგორც მან აღნიშნა,  საკრებულოს წარმომადგენლების ინიცირებით დასაქმების ერთობლივი ფორუმის ჩატარების პირველი მცდელობა წარმატებით შედგა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი ბეზარაშვილმა დამსწრეებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია.

რიმა ბერაძის განცხადებით, ჩუღურეთში ჩატარებული დასაქმების ერთობლივი ფორუმი კარგი მაგალითია საზოგადოების სასარგებლოდ საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობისა.

დასაქმების ფორუმში 15 მსხვილი დამსაქმებელი ჩაერთო. მათ შორის პალიტრა მედია, აჭარა ჯგუფი, გუდვილი, კარფური, წისქვილი ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, ალტა ოქეი, უსაფრთხოების სამსახური „ალგანი“, Retail Group Georgia და სხვა.

დამსაქმებლებს წარმოდგენილი ჰქონდათ შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები.  ვაკანსიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მძღოლი, დამლაგებელი, მზარეული, მზარეულის თანაშემწე, კონსულტანტი, გამყიდველი, საოფისე საქმე, ბუღალტერი, მშენებლობა, დასუფთავების თანამშრომელი, იურისტი, დისტრიბუტორი. ინფორმაცია ფორუმის შედეგად დასაქმებულების შესახებ სააგენტოს ერთ თვეში მიეწოდება.

დასაქმების ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, საკრებულოს სხვა წევრები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ