ახალი ამბები ახალი ამბების არქივი

ჯგუფური კონსულტირება თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის

თარიღი: 2018-03-02

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა სამუშაოს მაძიებლებისთვის ჯგუფური კონსულტირების მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად სამიზნე ჯგუფი ლილოში მდებარე თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარები იყვნენ . სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს დასაქმების სერვისებისა და პროგრამების შესახებ. დასაქმების უნარების გაუმჯობესების მიზნით მათ გააცნეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge - ზე რეგისტრაციის გავლის სპეციფიკა. ასევე ,ბენეფიციარებმა ვიზუალური მასალების დახმარებით ისწავლეს ვაკანსიის მოძიების, სამუშაო გამოცდილების აღწერილობის - CV-ის შექმნის და პერსონალური გასაუბრების გავლის მეთოდები.

ჯგუფური კონსულტირების მთავარი მიზანია შრომის ბაზარზე ოპერირების უნარების გაღრმავება და ზოგადად კარიერის დაგეგმვის სისტემასთან მათი დაკავშირება, რათა ამ მოწყვლადმა ჯგუფმა უკეთესად გაიზროს საკუთარი შესაძლებლობები და უკეთ მოახდინოს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება - იქნება ეს სამსახურთან დაკავშირებით, სწავლის გაგრძელებაზე თუ ტრენინგებში ჩართვაზე.

ამჯერად, ჯგუფურ კონსულტირებას თავშესაფრის 20- მდე ბენეფიციარი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები მომავალში უკვე ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ დაინტერესებულ ბენეფიციარებთან და ხელს შეუწყობენ შრომით ბაზარზე მათ გააქტიურებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

 

<< უკან

დამზადებულია ITDC-ს მიერ

sohbet hatti sohbet hatlari sohbet telefonlari sohbet telefonlari sex hatlari canli sohbet hatlari canli sohbet hatti